logo
ENG



"ჩერნობაევკა: 20" - არსეტოვიჩის თქმით, უკრაინამ ოკუპანტები სოფელში კიდევ დაამარცხა

15 მაი 202215:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/hchjcutwcnfp8a1.jpg
27 მარტი - უკრაინის ერთ-ერთი თავდასხმა ჩერნობაევკას აეროდრომზე
PLANET LABS PBC / AP

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში, სოფელ ჩერნობაევკაში უკრაინის ჯარმა ოკუპანტები უკვე მეოცედ დაამარცხა.

მისი თქმით, რუსული ძალებზე თავდასხმა უკრაინამ დღეს 12 საათზე დაიწყო.

„მე-20 ჩერნობაევკაში. აფეთქება 12 საათზე მოხდა. აფეთქებები კვლავ მიმდინარეობს“ - აცხადებს არესტოვიჩი.  

ჩერნობაევკას სამხედრო აეროდრომს  რუსები სამმართველო პოსტად იყენებენ სადაც საჰაერო ხომალდები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები გროვდება. პირველად ჩერნობაევკაში ოკუპანტები უკრაინამ 27 თებერვალს დაამარცხა.

უკრაინის ცნობით, რუსეთის არმიის მინიმუმ ორი მაღალჩინოსანი სწორედ ჩერნობაევკაში შეტაკებებისას დაიღუპა, მათ შორისაა რუსეთის მე-8 არმიის მეთაური, ლეიტენანტ-გენერალი ანდრეი მორდვიჩევიც.


close დახურვა